"საკუთარი შვილის საფლავზე მოკლა და ორი დღე მანქანის საბარგულით ატარებდა ცხედარს" - ნახეთ, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 27 წლის მარიტას უკანასკნელი აუდიოჩანაწერები (ვიდეო)
თბილისში 27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი საბარგულში ჩადო, ხევისაკენ გაემართა და იქ გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში ის ხმოვანი შეტყობინებები გასაჯაროვდა, რომელსაც ბრალდებული მოკლულის დედას უგზავნიდა.
"გავისეირნეთ ღადაობით ჩამოვედით სახლამდე, ვიდეოშიც ჩანს როგორ ვტოვებ, სადარბაზოსთან დავტოვე, ოღონდ იმინა სადარბაზოსთან არა, ხომ იცი სადაც ვტოვებ ხოლმე, გვერდზე რა, ავიდა სახლში გოგო ცოცხალია და ესენი მე მაწვებიან შენ გააქრეო" - ისმის ჩანაწერში, რომელიც 4 ივნისით თარიღდება.
მარიტას ემიგრანტი დედა, შვილის მკვლელობის შემდეგ იტალიიდან 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა.
მისი ვარაუდით, ყოფილმა სიძემ მარიტა მოატყუა და წინასწარ ჰქონდა მისი მოკვლა დაგეგმილი.