თეგებით ძიება
12. 06. 2023 ვიდეო

"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი არაა ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო" - ლევან იოსელიანი ბექა ყორშიას სიუჟეტზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" ჟურნალისტ, ბექა ყორშიას სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ, როინ მეტრეველს ეხებოდა.

"83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია", - წერს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. 

მეტრეველი აღნიშნულზე უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია "სრულფასოვნად" უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ყორშიას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და პრემიერს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, საქმისთვის იყო საჭირო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა