თეგებით ძიება

საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული ავტოტრანსპორტის იმპორტი აიკრძალება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. 

"მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება  ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის შემოსულ ავტომანქანებს", - ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ინიციატივის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვასა და მონიტორინგს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების ორი უმთავრესი წყარო არის მყარი ნაწილები და აზოტის ორჟანგი, რომელსაც მოძველებული ავტოტრანსპორტები ყველაზე ხშირად გამოყოფენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა