მაისში ტურიზმის შემოსავალმა $304 მილიონს მიაღწია
საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის შეფასებით, მაისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 304 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 17.6%-ით მეტია.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა ამ პერიოდში საქართველოს, რადგანაც როგორც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ასევე შსს-მ გამჭვირვალობის დონე გააუარესეს და ყოველთვიური ინფორმაციის ნაცვლად, ტურიზმის სტატისტიკას კვარტალურ ჭრილში ასაჯაროებენ.