თეგებით ძიება

არ მინერვიულია, გამობრძმედილი კაცი ვარ... - როინ მეტრეველის კომენტარი ბექა ყორშიას სიუჟეტზე

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტ­რე­ველი ამბობს, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით არ უნერვიულია. ამის შესახებ მეტრეველმა ambebi.ge-სთან განაცხადა.

"ეს იმ­ხე­ლა სი­სუ­ლე­ლე და აბ­სურ­დუ­ლი რა­ღა­ცაა, არ ღირს ამა­ზე მსჯე­ლო­ბა, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდე­ბა, რაც არის... ასე რომ, მა­გა­ზე ნუ შე­წუხ­დე­ბით და ნუ მი­აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, გა­მობ­რძმე­დი­ლი კაცი ვარ, არ გინ­დათ ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, თავი და­ა­ნე­ბეთ... კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ", - განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა