დოლარი გაუფასურდა - როგორია ლარის ახალი კურსი?
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6034 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 12 ივნისს მოქმედებდა, 2.6069 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8044 ლარია. მაშინ, როცა 12 ივნისს მოქმედი კურსი 2.8053 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1101 ლარს შეადგენს.