თეგებით ძიება

ჩვენი მინიმალური მოთხოვნები გულთან არ მიიტანეს და არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ - ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მერიასთან მაღაროელებს კარვები აქვთ გაშლილი. 

3 000-ზე მეტი დასაქმებული ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

"პროტესტის მერვე დღეა, ვშიმშილობთ 10 კაცი. გუშინ საღამოს მივიღეთ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენი მინიმალური მოთხოვნები გულთან არ მიიტანეს  და არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ“, - აცხადებს გაფიცული მაღაროელი.

გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"დავიწყეთ შიმშილობა. ამასთან, ერთი წუთით არ ვკარგავთ მუხტს, ისევ ისეთი რაოდენობით უნდა შევგროვდეთ ყოველდღიურ რეჟიმში, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს კომპანია და რა თქმა უნდა, რაღაც დათმობებზე ჩვენც მოგვიწევს წასვლა“, - აცხადებს აქციის მონაწილე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა