თეგებით ძიება
13. 06. 2023 ბიზნესი

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 360.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.9%-ით მეტია.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტი 2 500.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 18.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით).

სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა