ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6057 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6034 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8136 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8044 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1101 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 ივნისიდან შევა ძალაში.