ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6153 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6057ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8261 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8136 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1111 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 ივნისიდან შევა ძალაში.