თეგებით ძიება
15. 06. 2023 ვიდეო

"ვიღაცა ვარდოსანიძე, რომელიც არის ძალად მსახიობი, მემუქრება... ამორალური ხარ, აბა, რა ხარ?!" - ნიკოლოზ მჟავანაძე გიორგი ვარდოსანიძეს პასუხობს (ვიდეო)

უფლებადამცველი, ნიკოლოზ მჟავანაძე მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი მას დაემუქრა, რითაც დანაშაული ჩაიდინა.

"ვიღაცა გეი აქტივისტი, ვარდოსანიძე, რომელიც არის ძალად მსახიობი, მემუქრება, როგორ თვაქ ჩემზე ამორალურიო. ამორალური ხარ, აბა, რა ხარ?! იმდენს ნუ იხტუნავებ შე გეიაქტივისტო რომ აღმოჩნდე "კაპეზეში", - აცხადებს მჟავანაძე ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მიმართვა გიორგი ვარდოსანიძემ გაავრცელა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვარდოსანიძე ამბობდა, რომ მჟავანაძე სატელევიზიო გადაცემაში მის შესახებ ქილიკობდა.

„ვიღაცა ნიკოლოზ მჟავანაძე, სადღაც გადაცემაში ზის და ჩართული აქვს გადაცემა, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვართ მისული... მორალისტობს ჩვენს შესახებ, თურმე მოკლე კაბა როგორ მაცვია, რა ამორალური წყვილი ვართ და ასე შემდეგ... აი ახლა ვურეკავ და მითიშავს. თუ ვინმემ იცის სად არის, ახლავე მომწერეთ... ერთი ვინ არის ამორალური, მოგძებნი და განახებ, ძაან მალე თან...“, - ამბობს ვარდოსანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა