თეგებით ძიება

"ვაცილებთ ანამარიას. გლოვობს ჩემი გეგუთი... როგორ მიგიღოს მიწამ... " - ბავშვს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა, დღეს დაკრძალავენ

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე გეგუთი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ავტოავარიაში დაღუპულ 13 წლის მოზარდს ემშვიდობება.

"უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ 13 წლის ანამარიას. გლოვობს ჩემი გეგუთი... როგორ მიგიღოს მიწამ... ამდენი ხალხის ზღვად ქცეული ცრემლი... ემიგრანტებს უკვირთ, ხო, უკვირტ ასეთი ანგელოზი როგორ მიგიღოს უნდა მიწამ... ნუთუ მიწას არ შერცხვება შენიი? შენ ხომ ფერია იყავი, შენი გაუხუნარი ანგელოზის სილამაზე იმიერში გადასახლდა, მენანები მიწისთვის, დაიმკვიდრე მარადიული სასუფეველი, პატარა ანგელოზო!

ამოთხრილ სამარესთან არის წამი, როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.

არის წამი, როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.

ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს...

მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო.... გავქვავდი....

ემიგრანტებო, ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს, თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა, სად მიდიოდა...

ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა... ანამარია კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა... 

დღეს ყვავილების მდინარეს გეგუთში კუბო ცისკენ მიჰქონდა მანქანით ბანტებ შებნეული...

რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.

რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე...

ამ ანგელოზისთვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.

მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ავარიები და უბედურება… მარადიული ხსოვნა", - წერს სიხარულიძე.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე,  ანამარია ბაბუნაშვილის 11 ივნის ქუთაისი-გეგუთის გზაზე ავტოავარიაში დაიღუპა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა