„უხვ ნალექს ალბათ პუტინს და "პრორუსულ" მთავრობას დააბრალებს. სხვა რა უნდა თქვას?!“ - რას წერს ამირან სალუქვაძე?
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, გურჯაანში ბრიფინგს მართავს, იმის ნაცვლად რომ თავისი რესურსი სტიქიით დაზარალებულ რაიონს მოახმაროს.
„სტიქია იყო გურჯაანში. ღვარცოფი მოვარდა ქალაქში, უხვი ნალექის გამო, მანქამები წალეკა.
იმის ნაცვლად, რომ ყველამ თავისი რესურსი ხალხს დაახმაროს, ხაბეიშვილი გურჯაანიდან ბრიფინგს გეგმავს, გვამცნო ipn-მა.
ამას იაფფასიანი პოპულიზმიც აღარ ჰქვია, პოლიტიკური გორსალობა და ცანცარია.
თავისთავად ამორალურია, როცა ჩასაფრებულები არიან და სტიქიურ უბედურებაზეც კი, ქულების დაწერას ცდილობენ.
უხვ ნალექს ალბათ პუტინს და "პრორუსულ" მთავრობას დააბრალებს. სხვა რა უნდა თქვას?!“ - წერს სალუქვაძე.
ცნობისთვის, გურჯაანში სტიქია მძვინვარებს.