თეგებით ძიება

"ვრეკავ პოლიციაში, ვეუბნები, რომ გაიტაცა ტიპმა ჩემი ნივთები, მაგრამ არ სცალია პოლიციას, ხვალ მივხედავთო" - გიორგი გვარჯალაძე თაღლითობის მსხვერპლი გახდა

მუსიკოსი, გიორგი გვარჯალაძე თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მას ძვირად ღირებული ტექნიკა მოტყუებით გასტაცეს.

"ტიპს ნახევარი თბილისი გადაგდებული ყავს და არავინ დააჭერინა. აგერ, ვრეკავ პოლიციაში, ვეუბნები, რომ გაიტაცა ტიპმა ჩემი ნივთები, მაგრამ არ სცალია პოლიციას ამაღამ, ხვალ მივხედავთო. არადა ვიყავი განყოფილებაში და ჩვენება მივეცი. ახლა დილით სხვა განყოფილებაში მოდიო… ანუ ტიები დანაშაულის ცხელ კვალზე არ უნდათ დააკავონ)) ღამე გამოიძინონ რა, დაისვენონ და ხვალ, თუ მანამდე არ მოხიეს სადმე (მარტო შტატივი ღირს 7500 დოლარი იქედან, რაც გაიტაცეს) დაიწყებენ გარკვევას, დასაჭერია თუ არა. ესაა საქართველო. აქ ვცხოვრობთ ყველა, მძღნერში. ალბათ კაი ნიშანია რომ მოვხიო აქედან…", - წერს სოციალურ ქსელში გვარჯალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა