"ადრე ქაღალდის 1 და 2 ლარიანები ხომ გახსოვთ? სულ მალე 5 ლარიანიც “ხურდა” გახდება" - რას წერს ოთო აბესაძე?
ეკონომიკის ექსპერტი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და საქართველოს საშუალო ხელფასის ოდენობას ეხმაურება.
"დილამშვიდობის, საშუალო ხელფასით 1 716-ლარიანო ერო ჩემო.
P.S. ყოველ 3 თვეში საშუალოდ 240 ლარით იზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი.
P.P.S. ადრე ქაღალდის 1 და 2 ლარიანები ხომ გახსოვთ? სულ მალე 5 ლარიანიც “ხურდა” გახდება. შეინახეთ სამუზეუმო ექსპონატად.
შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.