თეგებით ძიება

"ვინც მომაწვდის ინფორმაციას, "ქეშად" გადავუხდი 5000 ლარს...გაავრცელეთ ეს პოსტი..." - რა მიმართვას ავრცელებს მუსიკოსი?

მუსიკოსი, გიორგი გვარჯალაძე, რომელსაც თაღლითებმა ტექნიკა გასტაცეს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ სოლიდურ თანხას გადუხდის მას, ვინც კუთვნილი ნივთების ადგილმდებარეობაც აცნობებს.

"მოკლედ, ხომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემი კამერები მოტყუებით მიითვისეს? ხომ ცხადია, რომ იმათაც გაიგეს ამის შესახებ, ვისაც მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, თუ სადაა (რომელ ლომბარდშია) ეს კამერები? 

ხოდა ასე, დღეს 12 საათამდე ვინც მომაწვდის ინფორმაციას ჩემი ტექნიკის ადგილსამყოფელზე, ეგრევე "ქეშად" გადავუხდი 5000 ლარს. თუნდაც ანონიმურად.

სერიოზულად, ჩემი გარდაცვლილი შვილის, ლენოს თვალებს ვფიცავ!

P.S. ალბათ ხვდებით, რომ თუ ინფორმაცია არ გაქვთ, უბრალოდ, უნდა გაავრცელოთ ეს პოსტი...", - წერს გვარჯალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა