თეგებით ძიება

"მე, მაიორი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მოვითხოვ, გადადგეს თორნიკე რიჟვაძე" - მალხაზ კიკაბიძე

მაიორი, მალხაზ კიკაბიძე სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

"მე, მაიორი მალხაზ კიკაბიძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მოვითხოვ, რომ სასწრაფოდ გადადგეს თანამდებობიდან თორნიკე რიჟვაძე, ამავდროულად საჯაროდ ბოდიში მოუხადოს 2008 წლის ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ოჯახებს, ბოდიში მოუხადოს ვეტერან თუ ქვეყნის მოქმედ დამცველებს და ასევე საჯაროდ განაცხადოს თვითონ, სად იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში.

პ.ს. თავდაცვის მოქმედო მაღალჩინოსნებო, მართლაც, რომ გამიკვირდა თქვენი სიჩუმის ამ ვიგინდარა რიჟვაძის განცხადებაზე", - წერს მალხაზ კიკაბიძე.

შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა. მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".

ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა