თეგებით ძიება

ჯაფარიძეზე თავდასხმა არის კონკრეტული მესიჯი, რომ ყველას დაგსჯით, ვინც ანტიპუტინისტები ხართ - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

"ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაუგონარი ძალადობრივი ქმედებაა და კონკრეტული მესიჯი. იცით რა? ჩვენ ყველას დაგსჯით ვინც ანტიპუტინისტები ხართ, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი გინდათ და მერე მოაყოლებენ პროპაგანდას, რომ თითქოს ზურა ჯაფარიძე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, ან თურმე რაღაც ანტიქართულ კამპანიას ეწევა, რაც ცხადია არის რუსულ პროპაგანდა, ცხადია არის ტყუილი და კონკრეტული გზავნილი ძალადობრივი ჯგუფებისგან", - ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა