კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წყალდიდობას 16-ი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 31-ი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი, რუსული მხარის ინფორმაციით, 29 ადამიანია დაღუპული.