თეგებით ძიება
18. 06. 2023 მსოფლიო

მამების დღეს უკრაინელ მამაკაცებს მინდა ვუსურვო, რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ სიტყვა „მამა” - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მამების დღეს ულოცავს და უსურვებს, რომ რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ სიტყვა „მამა“.

„მამა… ეს სიტყვა ყოველ დღე მილიონ ჯერ გაისმის, და ყოველთვის მასში დაცვა, სიძლიერე და უსაზღვრო სიყვარული ისმინება. მამების დღეს უკრაინელ მამაკაცებს მინდა ვუსურვო, რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ ეს სიტყვა „მამა!“ ჩვენს მამებს კი ჯანმრთელობა და დღეგრძელება მინდა ვუსურვო. ასევე მინდა, რომ თითოეული მამა, რომელიც დღეს მოწინავე ხაზზე იმყოფება, დაბრუნდეს სახლში.

მადლობა თითოეულ უკრაინელ მამას, თითოეულ უკრაინელ ოჯახს ჩვენი მაგარი და მამაცი მებრძოლებისთვის, რომლებმაც შეძლეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა და დღესაც იბრძვიან უკრაინის სიცოცხლისთვის!“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს მსოფლიო მამების დღეს აღნიშნავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა