თეგებით ძიება

"3 წელია ვუმკლავდები უშენობას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო!" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის დედა?

2020 წელს მოკლული ფეხბურთელის, გიორგი საქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილის გარდაცვალებიდან 3 წლისთავს ეხმაურება.

"3 წელია ვუმკლავდები უშენობას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო!", - წერს თამუნა შალვაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რასაც გიორგის გაუჩინარებაც მოჰყვა. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა