დოლარი ისევ გაუფასურდა - როგორია ლარის კურსი?
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6057 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 19 ივნისს მოქმედებდა, 2.6089 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8446 ლარია. მაშინ, როცა 19 ივნისს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1101 ლარს შეადგენს.