თეგებით ძიება

"არ ვარ მე ეგ დაზარალებული, ვინც სასამართლო მოიგო" - მაკო გომური მიმართვას ავრცელებს

2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებული  მაკო გომური აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აქციაზე დაშავებულთა შესახებ, მას არ ეხება.

"გეხვეწებით რამენაირად იქნებ აღარ გამიმიგზავნით ის სქრინი, ან ინფო და აქ დავდებ.  არ ვარ მე ეგ დაზარალებული (ები), ვინც სასამართლო მოიგი.

 ნეტა ვიყო, მარა არ ვარ.

 ჩემ გარდა სამასამდე დაზარალებული იყო კიდე და ახლა ვინმე სხვა იქნება. 

და კიდე, გადაცამებიდან ნუ დამირეკავთ რა, აზრი არ აქ, ახალს ვერაფერს გეტყვით. რაც 4 წლის წინ ხდებოდა, იგივე ხდება გარეთ. ჩემს პირადი ცხოვრება კიდე რავი, არ მგონია, მოვყვე ან ვინმეს აინტერესებდეს.

20 ივინსსმშვიდობისა.

უფრო მნიშვნელოვან ამბებს დაუთმეთ დრო", - წერს მაკო გომური.

ცნობისთვის, საიას-ს ინფორმაციით, 20 ივნისს დაზარალებულისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 000 ლარისა და სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიური ანაზღაურების გადახდა დაეკისრა.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, რასაც ჯერ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ კი აქციის დარბევა მოჰყვა. ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, აქციის დარბევის შემდეგ საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა