თეგებით ძიება

რუსეთში ღვინის მიწოდების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა - რუსული მედია

რუსეთთან პირდაპირი იმპორტის მეშვეობით საქართველო ოკუპანტ ქვეყანაში ღვინოების მიწოდების კუთხით, პირველ ადგილზეა. 2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა გადახდასთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობამ განაპირობა და ასევე იმ კონტრაქტებმა, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ.

ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა