თეგებით ძიება
20. 06. 2023 მსოფლიო

რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ პარტნიორების მხარდაჭერაზე გავლენა არ უნდა იქონიოს - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ არ უნდა იქონიოს გავლენა პარტნიორების მხარდაჭერაზე.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის არსებობა უნდა გახდეს სტიმული დანებებისთვის, დაფიქრდით: რა სიგნალს უგზავნის ეს დანარჩენ მსოფლიოს? "საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, არავინ დაგიცავთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყავით?"

ამის ნაცვლად პუტინი უნდა იღებდეს მკაფიო სიგნალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ როგორც კი პანდორას ყუთს რუსული ხელი მისწვდება, ის დაუყოვნებლივ მოიჭრება", - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა