თეგებით ძიება
21. 06. 2023 სპორტი

შვილის დაკარგვა ყველაზე დიდი საშინელებაა - ზიდანი სიტყვით გამოსვლისას ატირდა

ლეგენდარული ფეხბურთელი, ზინედი ზიდანი საფრანგეთის ქალაქ ისტრში სიტყვით გამოვიდა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიებაზე, სადაც ცრემლები ვერ შეიკავა.

"შვილის დაკარგვა ყველაზე საშინელი რამ არის, რაც არსებობს, ჩემს მშობლებს ეს გადახდათ და ვიცი, რა რთულია“, - თქვა ზიდანმა.

"მე გამიმართლა, რომ ჯანმრთელი შვილები მყავს, მაგრამ ჩემი ამბავი თქვენ გეხებათ და თქვენი - მე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ვამაყობ, რომ ამ პროექტის სახე ვარ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენს დასახმარებლად. ბატონო მერო, შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც აკეთებთ“, - აღნიშნა ფრანგმა.

ზინედინ ზიდანის ძმა, ფარიდი, 2019 წელს 44 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

წყარო - worldsport.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა