თეგებით ძიება

შოკისმომგვრელი ფსიქოლოგიური ფაქტები, რომლებიც გაგიადვილებთ ცხოვრებას

როგორც ცნობილია, მუსიკას აქვს ძალა შეცვალოს ჩვენი განწყობა. ენერგიული სიმღერა გაგრძნობინებთ მოტივაციას, ხოლო სევდიანი - დეპრესიას. მუსიკის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ სამყაროს. 2011 წელს ჩატარებული კვლევის დროს, ადამიანებს მიეცათ დავალება, სხვადასხვა ტიპის მუსიკისთვის მოესმინათ. მათ ფურცელზე უნდა მოენიშნათ ბედნიერი და სევდიანი სახეები.

ადამიანებმა, რომლებიც უსმენდნენ სევდიან მუსიკას, მოწყენილი სახე აღნიშნეს, ხოლო მათ, ვინც, მხიარულ მუსიკას მოუსმინეს - ბედნიერი სახე. ამ მოვლენას "აღქმის მოლოდინი" ჰქვია.

ენერგიული მუსიკა ყოველთვის მოტივაციაა ვარჯიშის დროს, ხოლო მსუბუქი მუსიკა ხელს უწყობს გონების ფოკუსირებას.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ინტელექტუალური ადამიანები საკუთარ თავს ყოველთვის საშუალოზე დაბალ დონედ წარმოაჩენენ. ისინი არასოდეს თვლიან საკუთარ თავს სხვებზე ჭკვიანად. საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები, პირიქით, ყოველთვის გრძნობენ, რომ მათ სხვებზე მეტი იციან. ეს განპირობებულია დანინგ-კრუგერის ეფექტის რეაქციით - ისინი უფრო მეტად გამოხატავენ თავიანთ ინტელექტს, მაგრამ არც ისე ჭკვიანები არიან.

ინტელექტუალური ადამიანები არასოდეს დაკმაყოფილდებიან თავიანთი ცოდნით. მათ ყოველთვის ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში.

მაგალითად, შეიძლება მეგობარმა თქვას, რომ არაფერი უსწავლია გამოცდისთვის და ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც კარგი ქულა მიიღო. ან მან ვერ შეძლო გამოცდის წარმატებით ჩაბარება და ამბობს, რომ მას უკეთესი შედეგის მიღება შეეძლო. ასე რომ, გჯერათ თუ არა, ეს ადამიანი მართლაც ძალიან ჭკვიანია.

წარმოიდგინეთ, რომ მანქანით მიდიხართ ოფისში, სადაც უნდა წარადგინოთ პრეზენტაცია. ჩვეულებრივ, ნერვიულობთ და შფოთავთ. როგორ უნდა დაიმშვიდოთ თავი ასეთ მომენტში? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ დროს რთავთ თქვენს საყვარელ მელოდიას და თვითონ იწყებთ სიმღერას. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სიმღერით თქვენი ტვინი გამოყოფს ენდორფინებსა და ოქსიტოცინს, რაც ძალიან სწრაფად ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს განწყობას. ასევე, ის არეგულირებს თქვენი გულისცემის და კორტიზოლის დონეს. ეს არის მიზეზი, თქვენ თავს მშვიდად და მოდუნებულად იგრძნობთ.

თუ გსურთ, რომ საუბარი არ შეწყდეს, თუმცა არ იცით რაზე ისაუბროთ... არსებობს მარტივი გზა, დაუსვით ნებისმიერი შეკითხვა თქვენს პარტნიორს და როდესაც ის პასუხს გაგცემთ, შეინარჩუნეთ თვალის კონტაქტი მათთან. შედეგად, თქვენი პარტნიორი დუმილის თავიდან ასაცილებლად, რაღაცაზე საუბარს იწყებს - ინფორმაციის გაზიარებას ან თქვენთან ჯვარედინი კითხვების დასმას, საბოლოოდ კი, კომუნიკაცია წარმატებით სრულდება.

თუ გსურთ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, მაშინ დაიწყეთ მათ საყვარელ თემაზე საუბარი და ისწავლეთ რამე მისგან. მაგალითად, შეხვდებით ადამიანს, რომელიც მანქანებით ძალიან არის დაინტერესებული და, შესაძლოა თქვენც ფლობთ ბევრ ინფორმაციას მანქანების შესახებ. თუმცა, თავი მოაჩვენეთ, რომ დიდად ვერ ერკვევით ან მოსაუბრეზე ნაკლები ინფორმაცია გაქვთ ამ თემაზე. დაუსვით კითხვები, რაც მას საბოლოოდ აგრძნობინებს თავს ჭკვიანად და თავდაჯერებულად და ის დიდ ინტერესს გამოიჩენს თქვენთან საუბრისას.

დალაი ლამას თქმით, ”როდესაც საუბრობთ, თქვენ მხოლოდ იმეორებთ იმას, რაც უკვე იცით, მაგრამ თუ მოუსმენთ, შეგიძლიათ ისწავლოთ რაიმე ახალი.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა