ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც ოზურგეთში ავარიას ემსხვერპლა?
ოზურგეთში ავტოავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი, ნიკა ცეცხლაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილების დროს ბეტონის კედელს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.