თეგებით ძიება

რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ვიდეო)

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მოძრაობა რიკოთზე დღეს დილით შეიზღუდა. მიზეზი გზაზე მიწის შვავის ჩამოსვლა იყო.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება", - წერია უწყების განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა