მისი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ციხეში დაბრუნდეს - ზურა ჩხაიძე სააკაშვილზე
კლინიკა “ვივა მედის” დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში დაბრუნდეს.
“ახლა სტაციონარში რახან იმყოფება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შეესაბამება იმას, რომ უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში მკურნალობაზე. პაციენტი როცა გამოჯანმრთელდება, ორი ვარიანტი აქვს, თუ ის არის სამოქალაქო პირი, ბრუნდება საკუთარ ოჯახში, თუ ის არის პენიტენციური დაწესებულება, გაუმჯობესების შემდეგ ბრუნდება დაწესებულებაში, საიდანაც იქნა მოყვანილი.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას რომ ის ციხეში დაბრუნდეს. ნამდვილად არის კრიტერიუმები, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომ ის უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში. რა თქმა უნდა, კარგად მყოფი ადამიანი კლინიკაში არ წევს” – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.