თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია - რას წერს დავით არახამია?

ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას უკრაინის რადას ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია გამოეხმაურა.

''მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.

ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.

ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას", - წერს არახამია. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გუშინ შეიწყალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა