მინდა, ლაიონელ რიჩი საქართველოში ჩამოვიყვანო...ძალიან კეთილშობილი და საყვარელი ადამიანია - რა გეგმები აქვს ნუცა ბუზალაძეს?
ქართველ მომღერალ, ნუცა ბუზალაძეს ამერიკელი ლეგენდის, ლაიონელ რიჩის საქართველოში ჩამოყვანა სურს. ამის შესახებ ბუზალაძემ რადიო „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცახადა.
ნუცა ბუზალაძე საუბრობს ლაიონელ რიჩისთან ურთიერთობაზე, მას კეთილშობილ ადამიანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უფიქრია მისი საქართველოში ჩამოყვანაზე:
„საქართველო მას ძალიან უყვარს, ნუცამ შეაყვარა. მსგავსი იდეა მაქვს, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ და კონცერტი გავმართოთ ერთად. ეს იდეა ჯერ თავში მაქვს და არავისთვის მითქვამს. ძალიან კეთილშობილი და საყვარელი ადამიანია. სულ მეუბნებოდა და ბოლოსაც მითხრა, რომ ყველაფერში დამეხმარება, რაც უნდა დამჭირდეს…“, - ამბობს ბუზალაძე.