"მან დიდი ფასი გადაიხადა, ჯანმრთელობა დაკარგა. დროა, გადადგათ ეს ნაბიჯი და შეიწყალოთ სააკაშვილი" - ლიზა იასკო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს (ვიდეო)
უკრაინელი პოლიტიკოსი, ლისა იასკო სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება.
ის სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს.
"ჩემი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
ნიკა გვარამიას შეწყალება კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა შეიწყალოს იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების დეპოლარიზაცია გახდეს შესაძლებელი, არის მიხეილ სააკაშვილი.
ვიცი, რომ ძალიან რთულია თქვენთვის და დიდი წნეხის ქვეშ ხართ, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას.
მან დიდი ფასი გადაიხადა, ჯანმრთელობა დაკარგა. დროა, გადადგათ ეს ნაბიჯი და შეიწყალოთ სააკაშვილი.
ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს!“, - წერს ლიზა იასკო.
View this post on Instagram