თეგებით ძიება
24. 06. 2023 მსოფლიო

"ვაგნერმა" დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავა (ვიდეო)

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავა, მათ შორის აეროდრომი. ამის შესახებ "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს "ვაგნერელთა" ბანაკი რუსეთმა დაბომბა.

"ვაგნერელთა" ბანაკების დაბომბვა მას შემდეგ მოხდა, რაც დღისით, პრიგოჟინმა შოიგუ და გერასიმოვი ღიად დაადანაშაულა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, რუსი ხალხის გენოციდში, პუტინის შეცდომაში შეყვანაში და უკრაინასთან ომის წარუმატებლობაში, რისთვისაც პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და შოიგუსა და გერასიმოვის დაჭერა მოითხოვა.

ბანაკის დაბომბვის შემდეგ კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ბოროტება უნდა შეჩერდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა