თეგებით ძიება
24. 06. 2023 მსოფლიო

„ვაგნერის“ აჯანყება რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისია - მიხაილო პოდოლიაკი

„ვაგნერის“ აჯანყება რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

„მოვლენები ვითარდება იმ სცენარის მიხედვით, რაზეც გასულ წელს ვისაუბრეთ. კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია და გაამძაფრა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში დამარცხების შემდეგ გაჩნდა. დღეს ჩვენ რეალურად სამოქალქო ომის დასაწყისის მომსწრენი ვართ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

გუშინ „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იწყებს სამართლიანობის მარშს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა