თეგებით ძიება

"ვამპირები არიან, სისხლის სუნი იგრძნეს და იქნებ გვეშველოს, ქართველების სისხლი დავლიოთო" - ირაკლი ლატარია "ნაცმოძრაობაზე"

ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, იარაღის გასროლაზე ოცნებობს.

"ვამპირები არიან, სისხლის სუნი იგრძნეს და იქნებ გვეშველოს და ქართველების სისხლი დავლიოთო....

რუსეთში არეულობა არავინ იცის ჩვენზე როგორ იმოქმედებს და ეს ახვრები ეგრევე მზადებაში არიან - იქნება და ორი კი არა, ასობით გვამი გავიტანოთო ოცნებობენ... 

2012 ში მხოლოდ ამას ვითხოვდით, ყველა ნაცი ციხეში და პარტიის გაუქმება...უბრალოდ დანაშაულია, ქვეყანაში არსებობდეს პარტია, რომლის იდეა და ამოცანა, ქართველების წამებაა... არსებობდეს პარტია, რომელთა წევრების უმრავლესობა გამოირჩევა,  კომპლექსების შედეგად წარმოშობილი მანიაკალობით..  პარტია, რომლის ლიდერებიც (აბსოლიტურად ყველა) არიან მკვლელები, მწამებლები და სამშობლოს მოღალატეები.

კოაბიტაციამ ეს ქვეყანა დაღუპა.

ხედავთ რას ვიმკით? იქნება და იარაღი გავისროლოთო ოცნებობენ", - წერს ექსპერტი.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა