როგორ გამოიყურება კახოვკის წყალსაცავი ჰესის აფეთქების შემდეგ? (ფოტო)
ხერსონელი ჟურნლისტი, სერგეი ნიკიტენკო რუსი ოკუპანტების მიერ "კახოვკის ჰესის" აფეთქების შემდეგ წყალსაცავში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ფოტოში ჩანს, წყალსაცავი გამომშრალია ხოლო მიწა სიმშრალისგან დამსკდარი.
6 ივნისს,რუსმა ოკუპანტებმა, მდინარე დნიპროზე, კახოვკის ჰიდრო-ელექტრო სადგურის კაშხალი ააფეთქეს.
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კახოვკის ჰიდრო-ელექტრო სადგური 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიკავეს და დანაღმეს. 2022 წლის ნოემბერში, როცა უკრაინის არმიამ რუსები დნეპრის ნაპირიდან განდევნა და ქალაქი ხერსონი დაიბრუნა, ოკუპანტებმა კახოვკის ჰესზე გამავალი ხიდი ააფეთქეს, რა დროსაც ჰესის ინფრასტუქტურა და კაშხალი მნიშვნელოვნად დაზიანდა.