თეგებით ძიება

ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ზელენსკიმ მიხეილ ყაფლანიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა.

"რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაცემული ჩვენი ძმა და თანამებრძოლი, მიშა კაპლანი დაჯილდოვდა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის. მედალს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.

დიდება უკრაინას!

დიდება საქართვლოს! 

დიდება გმირებს!", - წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მეომარი ქართველი, რომეო ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში 21 ოქტომბერს დაიღუპა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

მთლიანობაში, 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი 47 ქართველი მეომარი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა