თეგებით ძიება

მოიხადონ საჯარო ბოდიში - გრიგორიადისის ადვოკატებმა კობახიძისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს.

"ფორმულას" ინფორმაციით, გრიგორიადისის უფლებადამცველები პატივისა და ღირსების შემლახავი საჯარო განცხადებების გამო, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ.

"ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სიმბოლური თანხა დაეკისროთ, რაც მთავარია, მოიხადონ საჯაროდ ბოდიში და რა საინფორმაციო არხებითაც გავრცელდა ის შეურაცხმყოფელი და პატივის შემლახავი გამონათქვამები, ამ არებით გავრცელდეს მათი მობოდიშება ლაზარეს მიმართ", - განაცხადა ადვოკატმა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა