თეგებით ძიება

"მე არ მინახავს შიშველი ევროპელი ლისზე... რუსები აკეთებენ ამას, მაგრამ ქართველობას მაინც ევროპელები გვართმევენ" - ბორის (ჩელე) ყურუა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ბორის (ჩელე) ყურუა ლისის ტბაზე შილიფად მყოფი რუსი ტურისტის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მას ევროპელი ტურისტი მსგავს ფორმაში არ შეუმჩნევია საქართველოში.

"მე არ მინახავს შიშველი ევროპელი ლისზე.

არც ვინმე ფრანგი, ვინც, ბათუმში, სასტუმროს ფოიეში, მოფსა.

მთვრალი გერმანელი, ტაქსისტს რომ აგინებდად,ა გერმანიას გაუმარჯოსო ყვიროდა.

არც იტალიელი, რესტორანში, ფულს რომ არ იხდიდა და იგინებოდა.

შვედი, უკრაინის დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით, რომ ლანძღავდა ხალხს. 

რუსები აკეთებენ ამას, მაგრამ ქართველობას მაინც ევროპელები გვართმევენ.

რუსები დაგვახსდნენ თავზე და ჩვენც ვცდილობთ ტ@აკებში ღრმად შევუყოთ თავი", - წერს ბორის ჩელე ყურუა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ლისზე გადაღებული ფოტო ვრცელდება, რომელზეც ნახევრადშიშველი ქალია ასახული. არსებული ინფორმაციით, ქალი რუსეთის მოქალაქეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა