ვალუტის ახალი კურსი ცნობილია - რა ღირს დოლარი?
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის კურსი უცვლელი დარჩა და 2.6284 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8663 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8560 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1014 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 ივნისიდან შევა ძალაში.