თეგებით ძიება

"ვფიცავ დედაჩემის სულს, რომ არ მაქვს ნანახი არცერთი პოსტი სოსო პავლიაშვილიაშვილის მიერ გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ" - მიშო სულუხია

მომღერალი, მიშა სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის კოლეგასთან, სოსო პავლიაშვილის გვერდით დგომამ ხალხის გულისტკენა და ბრაზი გამოიწვია.

"ვფიცავ დედაჩემის სულს,  რომ არ მაქვს ნანახი არცერთი პოსტი სოსო პავლიაშვილის მიერ გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ,  რომლის გვერდით დგომამაც ჩემი ხალხის გულისტკენა და ბრაზი გამოიწვია. მე წლებია არ ვეცნობი არც მის და არც  სხვა რუსული შოუბიზნესის წევრების სიახლეებს, რადგან არასდროს დავინტერესებულვარ ამით.  ამ არცოდნას არც ვინმეს ვაბრალებ და არც თავს ავარიდებ იმ გულისტკივილზე პასუხისმგებლობას,  რამაც ჩემმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტმა გამოიწყვია საზოგადოებაში. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც მიწერენ, რომ ჩემს ასეთ ქმედებას არ ელოდნენ,  რადგან სწორედ ახლა დამაფიქრა ასე სიღრმისეულად ამ ფაქტმა. შეგიძლიათ ამ ქმედებას ისეთი კონოტაცია მისცეთ,  როგორსაც თქვენი ხედვა გიკარნახებთ, თუმცა მე  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ ყოფილა ჩემი კომერციული ან გეგმიური ვიზიტი მოსკოვში.  მე ჩავედი ჩემი მეგობრის, ნიაკოს, დაბადების დღეზე,  როგორც რიგითი სტუმარი, მაგრამ ვაღიარებ, რომ მიკროფონით ხელში აღმოვჩნდი სცენაზე,  სადაც სხვა მომღერლებიც იყვნენ. მე ქართველი ვარ და გამაჩნია ჩემი მტკიცე პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ და ეს ჩემმა ყველა გარშემომყოფმა ადამიანმა იცის. მათ შორის იმ „მეგობრებმაც“,  რომლებმაც ამ ქარცეცხლის გამო ვერ გარისკეს ჩემი დაცვა და მე მათ არც ვამტყუებ.  უბრალოდ გავიხსენებ ჩემს ანტირუსულ პოსტებსა და მოქმედებებს, რამაც ჩემი ნახევრად რუს იეროვნების დასთან ურთიერთობის წყვეტაც კი გამოიწვია.  სწორედ ამ პაუზის შემდეგ მოხდა პირველად ჩვენი შეხვედრა 22 ივნისს მოსკოვში.  გავიხსენებ იმ ღამეებს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს მაქვს განცდილი და განათენები, თუმცა ამას იმის გამო არ ვამბობ,  რომ საკუთარი პოზიცია დავიცვა. 

     მაგრამ გეტყვით ერთ რამეს,  რომ ვერცერთი ხელოვანი ან მომღერალი ვერ დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ვერ შეუშლის ხელს მის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ისე,  როგორც ეს ბოროტებითა და აგრესიით აღსავსე ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ.  მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები,  რომლებსაც სიძულვილი, აგრესია და სტრატეგიული ბოროტების განცდა არ აქვთ და ისე აფასებენ მოვლენებს.  ჩემი სხვა კოლეგების მიმართებაშიც არ მიმაჩნია სწორედ, რომ  სიტყვითა და ქმედებით ეწეოდე სხვა ადამიანის დათრგუნვას  და სიკვდილის პირას მიყვანას და ამას სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს უწოდებდე.  ამ დროს უმჯობესია გავიხსენოთ საქართველოდან გაქცეულ თუ გადასახლებულ ხელოვანთა უკიდეგანო სია, რომელზეც ქართული კულტურის უდიდესი ნაწილი დგას, ხოლო მათ სიცოცხლე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაასრულეს....

მე ქართველი ვარ და მთელი ჩემი არსი და შემოქმედება წარსულშიც და მომავალშიც მსურს მივუძღვნა ჩემი ქვეყნის განვითარებასა და ტერიტორიულ  მთლიანობას.  და ჩემი ქმედების ქვეყნის მოღალატედ კლასიფიკაცია ჩემთვის აუცილებლად იქნება უდიდესი ტკივილი,  რაც ყველანაირი შემოქმედების უნარს გამომართმევს.  ყველას მადლობა, ვინც ჩემი გულისხმევა გაიგეთ", - განაცხადა სულუხია.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა, მიშო სულუხიამ და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა