ახლოს არ მიხვიდეთო და ხელს ურტყამდა სხვებს, თან ბავშვებს ვიდეოს უღებდა - ახალი დეტალები შიდა ქართლიდან, სადაც კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და ვიდეოებს უღებდა (ვიდეო)
კასპის ერთ-ერთ სოფელში, კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, უღებდა.
"ამ ბავშვის მამა ტელეფონით იღებდა ვიდეოთი. ბავშვი ცუდ მდგომარეობაში იყო, შეშინებული იყო, მამა დგას და თავის შვილს აცემინებს, ბავშვი ეკითხება თავის დედას შენ რატომ არ დაარტყიო, მე მეშინოდა მაგის. ამხელა ვირი კაცი თან აცემინებს და თან სხვებს ეუბნება ახლოს არ მიხვიდეთო და ხელით ურტყამს სხვებს თან ბავშვებს ვიდეოს უღებდა, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე ჩანს. მაგის მამას პოლიციასთან ახლობლობა აკავშირებს, ერთი ის ვიცი, რომ პოლიცია უნდა მისულიყო და წაერთვა ტელეფონი, სანამ წაშლიდა ვიდეოს. ეს ბავშვი, რომელიც აცემინა, ბირჟაზე დგას ბავშვებთან ერთად. ეს კაცი თავის მანქანით მოდის სახლიდან ბავშვი მოჰყავს და ვიდეოზე ჩანს მანქანა მოდის ბირჟაზე, აჩერებს თავის ბიჭს ეუბნება მიდი ჩადი ახლა, ამ კამერაში ჩანს, თავისი ბავშვი ჩამოდის და ამ ბავშვს დასცხო, მოტოციკლეტიდან გადმოაგდო", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. კაცი, რომელიც ჩხუბის ვიდეოს იღებდა ამ დრომდე დაკავებული არაა. მთავარი არხის ინფორმაციით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მასთან სოციალური მუშაკები მუშაობენ.