თეგებით ძიება

მინდა, კობახიძე და ღარიბაშვილი მოვიდნენ სასამართლო პროცესზე - ლაზარე გრიგორიადისი მიმართვას ავრცელებს

მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, - ამის შესახებ მარტის აქციების საქმეზე დაკავებულმა, ლაზარე გრიგორიადისმა განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც  მისი სასამართლო სხდომა გაიმართა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა სასამართლოს სიტყვით პირველად მიმართა და მომავალ სასამართლო პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ის აპირებს, რომ წამოიწყოს.

"მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა. კიდევ მექნება "იმედთან" სასამართლო, ისეთი მონტაჟი გააკეთეს, დაამონტაჟეს ცუდად, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

თმებთან დაკავშირებითაც მექნება კიდევ სასამართლო. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ განცხადებას, რა დარღვევები ხდება იქ", – განაცხადა გრიგორიადისმა. 

გრიგორიადისმა გაუგებრობა უწოდა მიმალვის საფრთხეს და აღნიშნა, რომ ერთი თვე ქალაქში ისე გადაადგილდებოდა, რომ მას არავინ დაჰკავშირებია.

"მაგით აპელირებენ, რომ ვითომ ქალაქში არ ვიმყოფებოდი, თუ რაღაც და ვაკეში დამაკავეს და თან ერთი თვის განმავლობაში ქალაქში ვმოძრაობდი, არავინ არ დამკავშირებია სასამართლოზე გამოცხადებაზე, არაფერთან დაკავშირებით ჩემთან კონტაქტზე არავინ არ გამოსულა და რატომ არის ეს მიმავლის საფრთხე, ვერ გავიგე", - თქვა მან.

საქალაქო სასამართლოში გრიგორიადისის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ივლისს ჩანიშნა. ლაზარე კი პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, 26 ივნისს, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე მოითხოვს, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა