"არასდროს მოვექცევი ისე არავის, როგორც მე არ მინდა რომ მომექცნენ" - რას წერს გურამ შეროზია?
ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსში" ერთი კვირით შევიდა.
"მეგობრებო, როგორც იცით, შევჯლიგინდი პრაიმ ჰაუსში. დღეს ძალიან საინტერესო სერია გელიიით.
აქვე: ვადასტურებ, რომ ამ სამი ბიჭიდან ყველა ღირსეული და თავისებურად საინტერესოა, ამიტომ გამოკვეთილად არცერთის მხარდაჭერისკენ არ მოგიწოდებთ, თავად გადაწყვეტთ როგორმე, უჩემოდ.
მეც გამოვიარე ფინალი და დამიჯერეთ, იმაზე ცუდი შეგრძნება არაფერია, როცა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში შემოდის ვინმე ცნობადი და ასაფორთებს რომელიმე ერთ მონაწილეს, გამომიცდია და ძალიან მწყინდა! და ცხოვრებაში, არასდროს მოვექცევი ისე არავის, როგორც მე არ მინდა რომ მომექცნენ!
ვიმეორებ, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ვარ და მიკერძოება ძალიან არაპროფესიონალური იქნებოდა ჩემი მხრიდან.
დიასა ყოველთვის მომწონდა და არასდროს გამიკრიტიკებია, ნიკას მიმართ ბოლოსკენ ძალიან პოზიტიურად განვეწყვე და ირაკლისაც ვაპატიე ცოდვები ასე რომ - სამივეს წარმატებას ვუსურვებ!
აქვე და ამ გახსენებაზე - მეათასე მადლობა ჩემს ყველაზე საყვარელ, შეგნებულ, სამართლიან და ჭკვიან გულშემატკივრებს, სულ მემახსოვრებით და მეყვარებით", - წერს გურამ შეროზია.