ქუთაისში ავტომობილი ზებრაზე ქვეითს დაეჯახა - დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ზებრაზე მიმავალ ქვეითს დაეჯახა.
“მივმართავ ქალაქის ხელისუფლებას ქალაქის მერს, საკრებულოს და ყველას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოაწესრიგებს ტერიტორიას და გახდის უსაფრთხოს. უამრავი შემთხვევა ხდება ამ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს ამ ტერიტორიას.
დიდი ხანია, ვითხოვთ შუქნიშნის უშუალოდ ამ ტერიტორიაზე განთავსებას, ე.წ ზებრა ხაზები ამ პრობლემას არ შველის. მიხედეთ ჭავჭავაძის გამზირს ქალაქის ხელმძღვანელობავ, მარტო ქალაქის ცენტრი არ არის ქუთაისი”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.