ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6177 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6220 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8591 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8727 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1004 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 ივნისიდან შევა ძალაში.