ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილის თარიღი ცნობილია
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი რჩეულის, ნიცა თავაძის ქორწილი 1 ივლისს გაიმართება.
ამჟამად წყვილი, წინასაქორწილო მოგზაურობაში, საბერძნეთში იმყოფება.
როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში, მარტში იმყოფებოდა. წყვილი პატრიარქმა პირადად მიიღო და დალოცა.