„ერთ ქალბატონს ჟურნალისტი ეკითხება, რა გენატრებათო? - გარდაცვალება, - პასუხობს ასაკოვანი ქალბატონი“ - რას წერს ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ძალიან სევდიანია
მეგობრის კედლიდან წამოვიღე
“გადაცემაა ინგლისელ მოხუცებზე. ეკითხებიან, ვის რა ენატრება. ზოგს რა ენატრება, ზოგს - რა...
ერთ ქალბატონს ჟურნალისტი ეკითხება, რა გენატრებათო?
- გარდაცვალება, - პასუხობს ასაკოვანი ქალბატონი.
- გარდაცვალება რატომ გენატრებათ? თქვენ დიდხანს უნდა იცხოვროთ, - ცდილობს ვითარების შემობრუნებას ჟურნალისტი.
ქალბატონი მიბრუნდა კედლისკენ, ჩამოხსნა ძალიან ძველი, შავ-თეთრი ფოტო.
- ხედავთ რა ლამაზი დედა მყავდა? მე დედა მენატრება და მასთან შეხვედრა მინდა. ამიტომ მინდა მალე გარდავიცვალო. მე იქ ჩემი ლამაზი დედა მელოდება...”
უბედურება კი ისაა, რომ არც ის ვიცი რეალურად და დანამდვილებით, გარდაცვალების შემდგომ რა არის…“ - წერს დეკანოზი.