თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:

• „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,

• „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,

• „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა